aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო სამართალი

როგორ ურტყამს თურქეთის პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულ 5 ქართველს (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

https://www.youtube.com/watch?v=E9RP8m_0Rao

თურქული მედიის მიერ ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს  ადგილობრივი პოლიცია როგორ უსწორდება ფიზიკურად  საქართველოს ხუთ მოქალაქეს.

კერძოდ, საქმე ეხება ქართველების მიერ განხორციელებული ძარცვის მცდელობისას პოლიციელებთან დაპირისპირებას, რა დროსაც  ერთ-ერთმა ქართველმა პოლიციელი მოკლა. ხუთივე ქართველო დაკავებულია.

პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქართველების ოჯახის წევრები  მათ შესახებ ინფორმაციას ითხოვენ. ერთ-ერთი დაკავებულის,  ლევან ონიანის და მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მისი ძმა  სასტიკად ცემეს და ამ დროისათვის ონიანის  ადგილსამყოფელი უცნობია. მისივე თქმით, სამართალდამცველები მარმარისში მცხოვრებ სხვა ქართველებსაც ფიზიკურად უსწორდებიან.

ოფიციალურ ინფორმაციას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის ოჯახის წევრები ითხოვენ. 25 წლის ანრი ჯაგირისიც სავარაუდოდ მარმარისში დაკავებულ 5 ქართველს შორისაა.

მომხდარის შესახებ საქართველოს ელჩი თურქეთში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს. დაკავებული ქართველების შესახებ არც საგარეო საქმეთა სამინისტროში საუბრობენ. მარმარისში მცხოვრები რამდენიმე ქართველის ოჯახის წევრები კი ვითარებაში გასარკვევად თურქეთში უკვე გაემგზავრნენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი დღეა მარმარისში სამართალდამცველები სპეციალურ რეიდებს ატარებენ. მარმარისში მცხოვრები ქართველები პოლიციელების მხრიდან ძალადობასა და მუქარაზე საუბრობენ.

 

იტვირთბა....