ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ნაწილმა გადმოხტომა მოასწრო: ავარიას სამეგრელოში 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

4 ადამიანი ემსხვერპლა ავტოავარიას ჩხოროწყუში. გარდაცვლილთაგან სამი სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო დეპარტამენტის თანამშრომელია, ერთი კი ადგილობრივი.

კამაზის მარკის ავტომობილის მძღოლმა ავტოტრანსპორტის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ საჭე ვერ დაიმორჩილა და კლდეს შეეჯახა, რის შემდეგაც ის გადაბრუნდა. სატვირთოში სულ 11 ადამიანი იმყოფებოდა. ნაწილმა გადმოხტომა მოასწრო, ნაწილი კი დაშავდა და ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

იტვირთბა....