სახელმწიფო კერძო კომპანიებს თანაშრომლებთან დადებული ხელშეკრულებების შინაარსს გაუკონტროლებს. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი კომპანიები დაჯარიმდებიან.
აღნიშნულს ჯანდაცვის სამინისტროს, გაერთიანებული პროფკავშირების და დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ მომზადებული „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონპროექტი ითვალისწინებს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კანონპროექტი უკვე მომზადებულია და მისი პარლამენტში ინიცირება მიმდინარე წლის შემოდგომისთვის იგეგმება.