ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას“

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ  გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში  ვალუტის შესახებ ისაუბრა:

”90-იანი წლების დასაწყისში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე კუპონმა ძალიან სწრაფად დაკარგა მსყიდველობითი უნარი, და საქართველოში ერთად ერთი ვალუტა, რომელსაც გადახდისა და დაგროვებიის ფუნქცია ჰქონდა, იყო დოლარი. ქვეყანას ეს მწარე გამოცდილება დღემდე მოყვება. ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი, არა მარტო ეროვნული ბანკის, არამედ ხელისუფლების მიერაც. თუ დოლარიზაციის მაჩვენებელი იქნება დაბალი, მაშინ კურსის მერყეობა, რასაც ასე მწვავედ განიცდის საზოგადოება, უფრო ნაკლებად შესამჩნევი იქნება. მოსახლეობა თავადაც უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა გახდეს. დედოლარიზაციის პროცესი მარტივი არ არის, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. არის სხვა მექანიზმი, მაგალითად, დიდი ტრანზაქციების შემთხვევაში, ეს იქნება ავტომობილის გაყიდვა, თუ უძრავი ქონების რეალიზაცია, ფასი ლარში უნდა დასახელდეს”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

იტვირთბა....