უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ჟურნალისტ შერემეტის გარდაცვალებას “მკვლელობა” უწოდა.
იური ლუცენკოს თქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ჟურნალისტი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად გარდაიცვალა.
უკრაინულ მედიაში გავრცელდა იქვე დამონტაჟებული კამერით გადაღებული კადრები, რომელშიც ჩანს როგორ ფეთქდება ჟურნალისტის ავტომანქანა.
https://youtu.be/8evYJrQ2eFA