საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და კენჭს მთაწმინდაზე, დამოუკიდებელი კანდიდატად იყრის, -ინფორმაცია თავად ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა:
„მინდა საზოგდოებას ვაცნობო, რომ მივმართავ მთაწმინდის ოლქის საარჩევნო კომისიას დამოუკიდებელი კანდიდატურით. ის, რასაც ვაცხადებდი რამდენიმე კვირა და თვეა, რომ ვაპირებდი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას და ფორმა ჯერ გადაწყვეტილი არ იყო, ფორმა არის ასეთი – დამოუკიდებელი კანდიდატურა. არც გაგიკვირდებათ და შეიძლება ბევს გაუხარდეს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც მან განაცხადა, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს რამდენჯერმე შეხვდა და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართა.