ახალი ამბები მთავარი სამართალი

150 000-ლარიანი გირაო: როსტო და კურტანიძე გაათავისუფლეს

 

ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე 150 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

სასამართლომ მხარეების მიერ წარმოდგენილი  სასამართლოში დასაკითხ პირთა სია და გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლობის შესახებ შუამდგომლობები გაითვალისწინა და ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. მათ  გირაოს გადასახდელად 5 დღიანი ვადა აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

 

 

 

იტვირთბა....