პარტია პაატა ბურჭულაძე “სახელმწიფო ხალხისთვის” ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი კოტე კემულარია იქნება. ამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ბურჭულაძის ფონდში ადასტურებენ.
კემულარია 2005 წელს იუსტიციის მინისტრი გახდა, მანამდე უზენაეს სასამართლოს ედგა სათავეში.
კემულარიას დღეს ბურჭულაძე ფოთში ოფიციალურად წარადგენს.