საზოგადოება

ვისგან არის ფეხმძიმედ ლელა კილაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ცენტრ პოინტის” საქმის განხილვა განახლდა, სადაც ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.

ბრალდებული მაია რჩეულიშვილის მეუღლემ, ვახტანგ რჩეულიშვილმა დარბაზი დატოვა.

დარბაზის დატოვებამდე რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს მიმართა:

“ვერაფერს ვერ გვიზამენ მაინც, ღმერთი არის მაღალი. მაია დაიჭირეს და ორსულად არის ლელა, გუკას მეუღლე. ეს გუშინ გავიგე. ოჯახის  ერთ წევრს იჭერენ და კლავენ, იბადება მეორე  ოჯახის წევრი… სიმბოლურია რომ ლელა (კილაძე) ორსულადაა…” –

შეგახსენებთ, რომ ლელა კილაძე და გუკა რჩეულიშვილი რამდენიმე თვეა ერთად არიან. კილაძეს ორი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, მათ შორის ერთი თბილისის ყოფილი მერისგან, გიგი უგულავასგან. რაც შეეხება გუკა რჩეულიშვილს, მას მსახიობ ნუცა კუხიანიძესთან ერთი ქალიშვილი ჰყავს.

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებულები მაია რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი და კომპანია “დექსუსის” დამფუძნებელი, ივანე ცაგურია არიან.

იტვირთბა....