ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

EBRD “რუსთავის აზოტს” 155 მილიონი დოლარით დააფინანსებს

“ლოიან კაპიტალ ჯგუფში” შემავალ საწარმოს რუსთავის აზოტსა და ევრობანკს შორის შეთანხმებას ეწერება ხელი. 155 მილიონიანი ფინანსირების პაკეტი ქართული სასუქოვანი პროდუქციის მწარმოებელ კომპანია “რუსთავის აზოტის” ამიაკის ხაზის წარმოებას და რეაბილიტაციას მოხმარდება. შედეგად ენერგიის მოხმარება 30%-ით შემცირდება.

კომპანიაში განმარტავენ, რომ რუსთავის აზოტში გაიზრდება წარმადობა და გაორმაგდება საექსპორტო პოტენციალი. შეთანხმების წარმატებით დასრულებაში სახელმწიფოს მხრიდან საპარტნიორო ფონდი იღებდა მონაწილეობას.

155 მილიონი დოლარის დაფინანსებიდან, რეფინანსირებისთვის 125 მილიონს EBRD გასცემს, ხოლო 30 მილიონს საქართველოს ბანკი.

EBRD-ის მიერ გაცემული 125 მილიონიდან, 50 მილიონი EBRD-ის საკუთარი სახსრებია, 25 მილიონი ჰოლანდიური ბანკი FMO-ს, ხოლო 50 მილიონი ლუქსემბურგში არსებული East West United Bank-ის.

EBRD-ის სესხის გაცემის მომენტისთვის, რუსთავის აზოტის თანამფლობელი გახდება საპარტნიორო ფონდი.

„რუსთავის აზოტში“ ამ ეტაპზე 2200 ადამიანია დასაქმებული. წლიური წარმოება 500 000 ტონა გვარჯილა და 220 000 ტონა ამიაკია.

იტვირთბა....