დღეს თბილისის ოთხ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.
ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლადო მესხიშვილის, არმაზის, გონაშვილის, ფაღავას, ვახტანგ VI, წულუკიძის და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ლისის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ყაზბეგის გამზირის, ბანძელაძის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ზედამზის, თოდრიას, გორდის და ბუგეულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის მაცხოვრებლებს.