ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რაზე ისაუბრეს ერდოღანმა და ობამამ ტელეფონით

სატელეფონო საუბარი შედგა შეერთებული შტატებისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის. განცხადება ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა გააკეთა.

ჯოშ ერნესტის თქმით, ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ დაგმო დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობა.

მან თურქი ხალხის დემოკრატიული პრინციპების მიმართ ერთგულებას გაუსვა ხაზი.

ჯოშ ერნესტმა თურქული მხარის მიერ მთავარ ეჭვმიტანილად დასახელებული ფეტულა გიულენის ექსტრადიციის შესახებაც ისაუბრა.

თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, აშშ ყურადღებით შეისწავლის ოფიციალური ანკარის მიერ გამოგზავნის მტკიცებულებებს და გადაწყვეტილებას ქვეყნებს შორის არსებული შეთანხმების გათვალისწინებით მიიღებს.

იტვირთბა....