ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინაში ჟურნალისტი მანქანაში ააფეთქეს

უკრაინელი ჟურნალისტი პაველ შერემეტი მანქანაში ააფეთქეს. Украинской правдa-ს ინფორმაციით მანქანა გამოცემის რედაქტორ ალენა პრიტულს ეუთვნოდა, თუმცა, აფეთქების დროს პროტული მანქანაში არ იმყოფებოდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

44 წლის პაველ შერემეტი 2012 წლიდან თანამშრომლობდა “Украинская правда”-თან, ხოლო 2015 წლიდან საავტორო გადაცემა მიჰყავდა ერთ-ერთ რადიოში.

 

იტვირთბა....