გაზგასამართ სადგურებში ძალიან ხშირად ვადაგასულ ან დაზიანებულ აირბალონებსაც ტუმბავენ. მძღოლები ჯერჯერობით ტექნიკური შემოწმების გავლას არ ჩქარობენ.
შპს “აირბალონს”, რომელიც ტექნიკური ინსპექტირების უფლებით აღჭურვილი კომპანიაა, უვარგისი ბალონების განადგურების ვალდეულებაც აკისრია. კომპანიაში განმარტავენ, რომ ასეთი ყოველი 100-დან შეიძლება 2 ან 3 გაზის ბალონი აღმოჩნდეს.