ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თავისუფალი მედია ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების კონტექსტში”

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2“-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლიტიკოსები დიდ შეცდომას უშვებენ, როდესაც მედიას აკრიტიკებენ, რადგან ეს მათ წარმატების მიღწევაში ხელს შეუშლით.

“ჩვენს ქვეყანაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კრიტიკული მედია არის მათთვის პრობლემის შემქმნელი. ასეთი ტიპის მსჯელობა პრობლემას უქმნის როგორც დემოკრატიას, ასევე ამ ადამიანების აზროვნებას და მათ წარმატებას. ჩემი პასუხი თქვენთვისაც, იმ ადამიანებისთვისაც, ვინც რუსთავი 2“-ზე კითხვას მისვამს და ძირითადად, ეს არიან დიპლომატები, ჩემი კოლეგები სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქებში, ასევე, ქართველი მსმენელისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს თავისუფალი მედია. ამასთანავე, ეს ფენომენი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების კონტექსტში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰყავდეს თავისუფალი სასამართლო, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას თავისი შინაგანი რწმენის და კანონის საფუძველზე და ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაცული იქნას საკუთრების უფლება. ეს თეზები ერთმანეთის გამომრიცხავი არ არის, პირიქით, ჩვენ ერთად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ამ თეზებმა შეავსოს ერთმანეთი, ერთი მთლიანობა იყოს, რაც გააძლიერებს ქართულ დემოკრატიას, რაც მთავარია, 2016 წლის არჩევნებს მისცემს იმ მნიშვნელოვან ლეგიტიმაციას და ეს იქნება ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს და განსაზღვრავს ასევე საქართველოს დემოკრატიულ მომავალს.“-განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშილის თქმით, მას ურჩევნია მედია მის მიმართ იყოს კრიტიკული და თუნდაც აგრესიული, სამაგიეროდ თავად იყოს მედიაში და მისი კომენტარების ინდექსი მედიაში მაღალი იყოს.

 

იტვირთბა....