ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

2016 წლის პირველი ნახევრის ტოპ-10 ქართული საექსპორტო პროდუქცია

2016 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 71 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია კანადა (1300 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (778 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (390 მლნ. აშშ დოლარი).

2016 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 148 მლნ აშშ დოლარით და მთელი ექსპორტის 15.6 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 75 მლნ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 8% უდრის. მესამე ადგილზე ფეროშენადნობებია, რომლის ექსპორტმა 74 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8%  შეადგინა. ამავე დროს, ფეროშენადნობების ექსპორტი 2015 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 35% არის შემცირებული.

მე-6 ადგილზეა ღვინის ექსპორტი, რომელიც მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში 16%-ით გაიზარდა და 46.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

იტვირთბა....