გლდანში, ქერჩის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირი დაშავდა. შემთხვევა სამი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახებამ გამოიწვია. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი ამოტრიალდა.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.