ნიცაში მომხდარ ტერაქტს საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 18 ივლისს, ფრანგულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა მიმდინარე წლის 14 ივლისს, ნიცაში განხორციელებული ტერორისტული აქტის დროს საქართველოს 1960 წელს დაბადებული მოქალაქის, რომან ეკმალიანის დაღუპვის შესახებ. სამინისტროს განცხადებით, რომან ეკმალიანი ბოლო წლების განმავლობაში ბელგიაში ცხოვრობდა.
შეგახსენებთ, ნიცაში 14 ივლისს მომხდარ ტერაქტს 84 ადამიანი ემსხვერპლა.