ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რა კავშირი აქვს საქართველოსთან ფეთჰულა გიულენს: სენსაციური განცხადება რომელსაც საგარეო სწავლობს

 

„ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, თურქეთის ამბოხში მონაწილე ფეთჰულა გიულენს საქართველოსთან ახლო კავშირი აქვს, – ამის შესახებ ბაღათურიამ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

კერძოდ, ბაღათურიას თქმით, გიულენის კომპანია „ჩაღლარი“ რამდენიმე სკოლას აფინანსებს, რომელშიც რადიკალ ისლამისტებს, სავარაუდოდ, ტერორისტებს ზრდიან.

ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, მას ამის დამადასტურებელი ვიდეომასალები აქვს. როგორც ინგმა გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, „ტვ პირველი“ მოგვიანებით ბაღათურიას მიერ მიტანილ ამ ვიდეომასალას გაავრცელებს.

ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, საქართველოში რადიკალი ტერორისტების აღზრდის შესახებ, ინფორმაციას ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული, იასინ თემიზქანიც ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ კონსულმა ინტერვიუ 25-ე არხს მისცა, სადაც განაცხადა, რომ ბათუმში შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.

კონსულის განმარტებით, სასწავლო დაწესებულებას ტერორისტული დაჯგუფებები მართავენ, რის შესაბამისადაც, იქ ბავშვები მათივე იდეოლოგიის ქვეშ იზრდებიან.

მისივე თქმით, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციას საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელი აქვს. ის აჭარის მოსახლეობას მოუწოდებს, ბავშვები სკოლიდან გამოიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი სავალალო შედეგის წინაშე აღმოჩნდებიან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოში თურქეთის ელჩმა ლევენთ გუმრუქჩუმ განაცხადა, რომ კონსულის ინტერვიუ ინტერპრეტირებული იყო.

25-ე არხი საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხოდ, ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის, იასინ თემიზქანის ინტერვიუს სრულ ვერსიას ავრცელებს.
ტელეკომპანიაში აღნიშნავენ, რომ კონსულის მიერ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებს საკონსულოს თარჯიმანი თარგმნის.

იტვირთბა....