ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა. გარდაცვლილის გარდა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპუატაციის წესების დარღვევას და გაუფრთხილებლობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ცნობილია, რომ შემთხვევის დროს დაშავებულები ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.