ახალი ამბები მთავარი სამართალი

„მკვლელს დედა ეხმარებოდა“: დედა-შვილების საზარელი მკვლელობის დეტალები

„მკვლელს დედა ეხმარებოდა“ – რატომ მოკლეს ქალი და მისი სამი არასრულწლოვანი შვილი“ -ამ სათაურით გაზეთი “კვირის პალიტრა“  ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ სტატიას აქვეყნებს. 37 წლის მოკლული ოფელია კოჩოტიანის ბიძა, ჰამლეტ ბაგრამიანი გამოცემასთან საუბრისას აცხადებს, რომ მკვლელი გარდაცვლილების მეზობელი იყო და მათ კარგი ურთიერთობაც ჰქონდათ.

მისივე თქმით, ოფელია კაჩოტიანს ნოდარ აკოფოვი ხმაზე უცვნია, და აკოფოვს სწორედ ამის შემდეგ ჩაურტყამს მისთვის თავში.

“შემდეგ შუათანა შვილი გამოსულა და იმისთვისაც ჩაურტყამს. უფროს ქალიშვილს დანა აუღია და მისკენ გაქცეულა, უნდოდა თავი დაეცვა ამ ავაზაკისგან, მას კი წაურთმევია და არმატურა მისთვისაც ჩაურტყამს თავში. გვამს დანით მიყენებული ნაკაწრებიც ჰქონდა.უმცროსი ვაჟი სხვა ოთახში ყოფილა, შეშინებულ ბავშვს ყვირილი დაუწყია, რის შემდეგაც აკოფოვს ბალიშით გაუგუდავს. ვეჭვობ, მას სხვებიც ეხმარებოდნენ. გაძარცვის მიზნით ის ნიღბით შესულა სახლში, მაგრამ ხმაზე იცნეს და ამიტომ მოწმეები მოიშორა, მერე კი, კვალი რომ დაეფარა, იქაურობისთვის ცეცხლი წაუკიდებია, თუმცა სახლი ბოლომდე არ დაიწვა. ფულისა და ოქროულობისთვის ხელი არ უხლიათ, ვერ მოასწრეს წაღება. როგორც გაირკვა, ნოდარ აკოფოვს დანაშაულის კვალის წაშლაში დედა ეხმარებოდა – მათ ზეწრებში ერთად გაუხვევიათ გვამები. მან აღიარა კიდეც თანამონაწილეობა და ისიც დააკავეს. ლინჩის წესით გვინდა მკვლელის გასამართლება, მაგრამ არ გვანებებენ!“- აცხადებს ჰამლეტ ბაგრამიანი.

 

იტვირთბა....