aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„კაზანტიპის“ ქალაქი დაიწვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცნობილი მუსიკალური ფესტივალის, „კაზანტიპის“ ქალაქი დაიწვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფესტივალის დამფუძნებელი ნიკიტა მარშუნოკი სოციალურ ქსელში ავრცელებს და მომხდარი ფაქტის ფოტოებს აქვეყნებს.

„ამ ადგილმა შეძლო არარსებული რესპუბლიკა გამხდარიყო. კაზანტიპი იყო მსოგლიოში საუკეთესო მუსიკალური მოვლენა. მის სცენაზე უკრავდნენ მსოფლიოში საუკეთესო ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავები და ცეკვავდნენ პლანეტის საუეკეთესო ადამიანები.

სოფელ პოპოვკას ლეგენდარული პლაჟი ამ ხნის განმავლობაში გართობის მასშტაბური ღონისძიებების მომსწრე იყო, მაგრამ დღეს ის სირცხვილისგან დაიწვა, რადგან ნახა, რად აქციეს ის მახინჯმა და საშინელმა ადამიანებმა, რომლებიც მორალისტებად, პატრიოტებად და მომავალი თაობის აღმზრდელებად მიიჩნევენ თავს“- წერს მარშუნოკი.

„კაზანტიპის“ ქალაქი ყირიმის სოფელ პოპოვკაში მდებარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ე.წ. ყაზარმის ტერიტორიიდან დაიწყო, რომელსაც უცნობი პირები საწყობად იყენებდნენ.

2014 წელს „კაზანტიპს“ საქარტველოში, კერძოდ ანაკლიაში გაიმართა.

იტვირთბა....