ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, 14 ივლისიდან დედამიწა უარყოფით ველში შევიდა.
„არ მაგონდება როდის იყო უკანასკნელად დედამიწა უარყოფით ველში სამი თვის განმავლობაში“ – განაცხადა ცაგარელმა.
ასტროლოგის პროგნოზით, ეს ტენდენცია იწვევს იმ კატაკლიზმებს, რაც ხდება მსოფლიოში. ამას ემატება ოთხშაბათს სავსე მთვარეობის მძიმე პერიოდი, პარასკევს კი მზე გადადის აგრესიულ ლომის ნიშანში. ამავდროულად, აგვისტოც სავსე იქნება კატაკლიზმებით.
რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს ამ კვირას:
ვერძი-მაქსიმალური ყურადღებით იყვნენ, რადგან ამ კვირას ხიფათს იზიდავენ. ამავდროულად, ძალიან კარგად შეუძლიათ შემოქმედებითი უნარი და ორგანიზატორული ნიჭი გამოავლინონ.
კურო-გარკვეულ გეგმებში, გაურკვეველი მიზეზით, ხელი ეშლება. ტრავმულობის რისკი მაღალია. საჭესთან ნუ ჩაფიქრდებიან.
ტყუპები-ამ კვირას აბსოლუტურად ზღვარგადასაული ფანტაზიები აქვთ. ე.წ. ორიგინალური იდეები მის გარდა არავის აინტერსებს. ამიტომ საზოგადოებასთან გარკვეულ დისონანს იგრძნობენ. ნუ დაიწყებს ახალ იდეების განხორციელებას ამ კვირას.
კირჩხიბი-პრობლემები სამსახურში ექნება, მაგრამ კარგი ინტუიციის გამო შეინარჩუნებს სიტუაციის მართვას.
ლომი-წარმატების ფაქტორი მოიმატებს, უფრო აქტიურები ხდებიან, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ შეიძლება ახლობლებთან გაუცივდეთ ურთიერთობა.
ქალწული-მის გეგმებს რაღაც უშლის ხელს. ამიტომ მოითმინონ. ორ -სამ დღეში ყველაფერი დალაგდება და საქმე გამოუვათ.
სასწორი-ყველაზე პოზიტიური კვირა აქვთ. ეს ნიშანი შარმიანი ხდება და რომანტიკული კავშირებისთვის მშვენიერი პერიოდი ეწყება. საქმიან სფეროში წარმატების ფაქტორი მოიმატებს.
მორიელი-გარკვეული შიდა და გარე პრობლემები აქვს. ამიტომ ახალ საქმეებს ნუ დაიწყებენ. თუმცა ინტუიცია მძაფრი აქვთ და სიტუაციის შენარჩუნება შეუძლათ.
მშვილდოსანი-ძალა არ გამოიყენონ მიზნის მიღწევისას, მითუმეტეს ახლობლებთან. ამ კვირას თავისი თამაშის წესების მოხვევა მოუნდებათ და ეცადონ თავი შეიკავონ ამ მხრივ.
თხის რქა-ტრანსფორმაციის პერიოდი აქვს. ვერ იგებს საზოგადოების ქცევის მიზეზებს. ამიტომ ეს ნიშნები განმარტოვდნენ, საკუთარ თავში ჩაიხედონ და გაარკვიონ, რა ნიშა სურთ ცხოვრებაში.
მერწყული-გაჯიუტების ტენდენცია აქვთ. მოლაპარაკება არ გამოსდის. ამიტომ ეცადონ დიპლომატიას გამოყენება და სხვასაც გაუგონ.
თევზები-მეტად დაეყრდნონ პარტნიორთა თანადგომას. ეს ნიშანი ამ ეტაპზე დაღლილია, შინაგანი დეპრესია აქვს. თუმცა ინტუციია ეხმარება. სანდო პარტნორებს უფრო მეტად დაეყრდნონ.