BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი შტატების მონაწილეობას თურქეთში მომხდარ ამბოხში უარყოფს. კერის განცხადებით, ანკარას საჯარო განცხადებები ამასთან დაკავშირებით ზიანს აყენებს ნატოში ორი მოკავშირე ქვეყნის ურთიერთობას.
სახელმწიფო მდივანმა თურქეთის მოთხოვნაზე, ერდოღანის პოლიტიკური ოპონენტის, ამერიკაში მცხოვრები ფეთჰულა გიულის გადაცემასთან დაკავშირებით განაცხადა, ამ საკითხის განსახილველად საჭიროა, ანკარამ წარმოადგინოს მისი მხრიდან კანონდარღვევის შესახებ მტკიცებულება.
იტვირთბა....