ახალი ამბები მთავარი

Amaq: ნიცაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო

საფრანგეთში ნიცას ტერაქტთან  კავშირში ეჭვმიტანილი 4 ადამიანი დააკავეს.

ერთი მამაკაცი წუხელ, სამი კი დღეს დილით აიყვანეს. გამოძიება ვარაუდობს, რომ მათ კავშირი ჰქონდათ თავდამსხმელთან, რომელმაც სანაპირო ქუჩაზე ხალხს სატვირთო მანქანით გადაუარა. შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში მყოფი სააგენტო Amaq-ის ინფორმაციით, ნიცაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

საფრანგეთში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ – ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშებია დაშვებული.

იტვირთბა....