ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გიორგი კვირიკაშვილი: “უახლოეს მომავალში ჩავკეტავთ საზღვარს თურქეთთან”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ჟურნალისტებთან თურქეთში მიმდინარე სამხედრო გადატრიალების ფონზე  საქართველოს გეგმებზე ისაუბრა:

„ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. ყველა საზღვარზე არის გაძლიერებული კონტროლი. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ჩვენ ჩავკეტავთ საზღვარს თურქეთთან. ჯერჯერობით ჩრდილოაღმოსავლეთ თურქეთში, რომელიც ჩვენ გვესაზღვრება, არანაირი არეულობა არ შეინიშნება. ვფიქრობ, რომ სიტუაცია ჩვენს მხარეს კონტროლს ექვემდებარება და არანაირი რისკები არ არსებობს. ავიაკომპანიებმა შეაჩერეს ფრენები, გვქონდა ზარები ჩვენი თანამოქალაქეებისგან, რომ აიყვანეს თვითმფრინავში ანუ უნდა გამოფრენილიყვნენ, მაგრამ ვერ გამოფრინდნენ. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურ კონტროლს ვახორციელებთ. გვაქვს ცხელი ხაზი, როგორც სტამბოლში, ისე თბილისში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

იტვირთბა....