თურქული მედიის ცნობით, თურქეთში, პარლამენტის შენობასთან აფეთქება მოხდა, -ინფორმაციას CNN Turk ავრცელებს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი სტამბოლიდან ანკარაში ბრუნდება. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქულმა ტელეარხმა TRT, რომელიც სამხედროებმა დაიკავეს, მაუწყებლობა შეწყვიტა.
ბოლო ინფორმაციით, თურქეთში, პრეზიდენტის სასახლესთან, სროლის ხმა ისმის.