საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებით, რომელმაც ნიცაში მდებარე ერთ-ერთი საავადმყოფოში მყოფი ტერაქტის დროს დაშავებულები მოინახულა, მომხდარი ტერაქტის დროს დაზარალებული 50 ადამიანის მდგომარეობა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ნიცაში მომხდარ ტერაქტს 84 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა შორის 10 ბავშვია, ხოლო დაშავებულთა შორის-50 ბავშვი. პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.