მაშინ როცა არავინ არ მოელოდა, მაშინ როცა საფრანგეთის ყველაზე ლამაზ საკურორტო ქალაქში, ნიცის ბულვარზე ზღვა ხალხი საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი იყო, ყველა სანაპიროზე მიდიოდა სადღესასწაულო ზალპების საყურებლად, ერთმა ტვინგამორეცხილმა, რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილმა, კაცობრიობის სიძულვილამდე მისულმა 31 წლის ნაძირალამ, სატვირთო მანქანით ცოდვის კალო დაატრიალა, ორი კილომეტრი იარა მაღალი სიჩქარით ხალხის ნაკადში… 20-ტონიანი მანქანით … შედეგი?.. შედეგი ოთხმოცზე მეტი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის ბავშვების.. ქვეყანა შოკშია, პანიკაშიც.. არა და ყველამ იცოდა, რომ ნიცა და მარსელი ისლამისტი ტერორისტების ბუდეც იყო და სამიზნეც, იცოდა ნიცის მოსახლეობამ, იცოდნენ ჟურნალისტებმა, ტურისტებმა და რა ვიცი… მე მგონი უცხოპლანეტელებმაც… მაგრამ, რატომღაც ამის შესახებ თურმე ახლა გახდა ცნობილი საფრანგეთის ძალოვანი უწყებებისთვის… ახლა დაიწყეს საუბარი იმაზე, თავის დროზე სათანადო ყურადღება რომ მიექციათ თურმე, ამ ყველაფრისთვის თავიდან აცილება შეიძლებოდა..
ფრანგული მედიის კრიტიკა ისმის ძალოვანების და ხელისუფალთა მისამართით და ისმის ლეგიტიმური კითხვა.. “შარლი ებდოს”, შემდეგ, 2015 წლის 13 ნოემბრის “ბატაკლანის ღამის” შემდეგ, ბრიუსელის ტერაქტის შემდეგ, ვინ, საიდან და რატომ არ ისწავლა ამ მწარე გაკვეთილებზე ანალიზის გაკეთება და დასკვნების გამოტანა? ტერაქტის თვითმხილველები ამბობენ, რომ ზღვა ხალხის მიუხედავად პოლიციას ბულვარზე სამანქანო გზა გადაკეტილი არ ჰქონდა.. “ყოჩაღ საფრანგეთის პოლიცია” ძალიან მაგრად დაგიცავთ ხალხის უსაფრთხოება….ასეთი უსუსური და დაუცველი საფრანგეთი დიდი ხანია არ მინახავს და ამ დროს.. შეიძლება ძალიან არაპოპულარულ რამეს ვამბობ, მაგრამ მწარე სიმართლე ესაა ფრანსუა ჰოლანდი თურმე, ნუ იტყვით და შოკირებულია, დონალდ ტუსკი მწუხარებას გამოთქვამს, ნატოს გენერალური მდივანი შეშფოთდა და ამერიკის პრეზიდენტმა თუ რამე დახმარება დაგჭირდებათ არ მოგერიდოთ შემატყობინეთო.. ევროპაში საფრანგეთის დროშის ფერებით გაანათეს შენობები და ამ დროს სინამდვილეში აქ კოშმარი ხდება და კაცი პატრონი არაა…. ამ ყველაფრის მომგვარებელი… თქვენ ხომ არ გაგიჟდით ბატონებო? რა დროს შეშფოთება აღშფოთება, ან შენობების განათებაა? ტეროტისტების თარეშია ევროპაში? არა და ამ დროს თურმე ნატო შფოთავს და ევროკავშირი დამწუხრებულია… სატირალი არაა აბა, რა არის ახლა ეს, იმის მაგივრად ცეცხლით და მახვილით უსწორდებოდნენ ამ არაადამინების და ბოროტების სათავეებს, ესენი შფოთავენ და წუხან.. ხო და მერე არ გაგიკვირდეთ ხვალ, თუ ულტრარადიკალი ფაშისტები გაიმარჯვებენ ევროპაში..ყოველ შემთხვევაში საფრანგეთში მარინ ლეპენი რომ მოვა მაგაში უკვე ეჭვი ყველაზე დიდ პესიმისტებსაც არ ეპარებათ…
გიორგი ფოფხაძე სპეციალურად „მეტრონომისთვის“
საფრანგეთიდან