ნიცის აეროპორტი ევაკუირებულია და იქ უსაფრთხოების სამსახურების შეიარაღებული ძალები იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Independent ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია რას უკავშირდება ეს ფაქტი.
შეგახსენებთ, გუშინ ღამით ნიცაში სატვრითომ ორი კილომეტრის მანძილი გაიარა ხალხში. შემთხვევას ბოლო მონაცემებით 84 ადამიანი ემსხვერპლა. საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით ეს ტერორისტული აქტი იყო.