გია მაისაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
“გუშინ 28 საათიანი ფრენის შემდეგ ჩამოვაღწიეთ ბოსტონამდე. ისე ბარბაც ბარბაცით მოვდიოდი აეროპორტ აეროპორტ, ხან ვის ვეჯახებოდი ხან ვის. როგორ ჩამოვედი ისე ვინმემ რომ არ მცემა გზაში მიკვირს. გუშინვე გადაგვიღეს ტომოგრაფია და ახლა ერთ საათში ექიმთან გვაქვს პირველი შეხვედრა იმაზე თუ რა შესაძლო ვარიანტები გვაქვს. წასვლა არ მინდა, ვიცი საიმედო არაფერია,” – წერს გია მაისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გია მაისაშვილი თავის ტვინის სიმსივნეს ებრძვის.