დღეს საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომას, სადაც გუკა რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, ვახტანგ რჩეულიშვილი და ნინო დარასელი ესწრებოდნენ. “ცენტრ პოინტის“ თანამშრომლების, გუკა და მაია რჩეულიშვილების დაკავებას პოლიტიკურს უწოდებენ მისი ოჯახის წევრები.
რჩეულიშვილების ოჯახი სალომე ჩარკვიანის და ირაკლი მინდელის გათავისუფლებას ითხოვს.
„პირველ რიგში მიუხედავად იმისა, რომ მე ვდგავარ ჩემი ძმის სასამართლოზე, არც ერთი წამი, გარდა იმისა, რომ არც ველი მის გათავისუფლებას არც ვითხოვ. მე ვითხოვ პირველ რიგში სალომე ჩარკვიანის გათავისუფლებას, იმიტომ, რომ ადამიანს იმის გარდა, რომ რაღაც ეტაპზე მუშაობდა ცენტრ პოინტში, არანაირი შეხება არ აქვს. ირაკლი მინდელზეც შემიძლია ზუსტად იგივე ვთქვა.
ყველა დაზარალებულს, რა თქმა უნდა, ვუხდი უდიდეს ბოდიშს, რომ ეს პრობლემები შეექმნათ, მაგრამ ეს პრობლემა მარტო ჩვენ არ დაგვემართა. “ცენტრ პოინტი” არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, სახელმწიფოში პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა რა შეიძლება უქნას წარმატებულ ბიზნესს,“- განაცხადა ნინო დარასელიამ.
შეგახსენებთ, „ცენტრ პოინტის“ ორი თანამშრომელი – გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი და დირექტორი ირაკლი მინდელი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მოგვიანებით კი სასამართლო დაბრაზიდან აიყვანეს „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი. ამის შემდეგ მისი შვილი გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.