ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს: ახალი წესი მართვის მოწმობის მისაღებად

საქართველოს მთავრობამ „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია“ დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დოკუმენტი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და გლობალური ექსპერტების მიერ რეკომენდებულ ახალ მიმართულებას წარმოადგენს და მის შესრულებაზე სპეციალური უწყებათაშორისი კომისია იზრუნებს. შს მინსტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ კი განაცხადა, რომ წლის ბოლოდან ამოქმედდება მართვის მოწმობის მიღების ახალი წესი, რაც პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებას გულისხმობს.

„მძღოლების გამოცდა მოხდება რეალურ სივრცეში, მართვის მოწმობა გახდება ბევრად უფრო საიმედო და უფრო ადექვატურად შევძლებთ მძღოლის მართვის უნარების შეფასებას და მისთვის მართვის მოწმობის მიცემას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

წყარო: postalioni.com

იტვირთბა....