ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მიჩიგანის შტატში სასამართლოს შენობაში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა

სამი ადამიანი დაიღუპა მიჩიგანის შტატში, ქალაქ სენტ ჯონში, სასამართლოს შენობაში მომხდარი სროლის შედეგად.

ცეცხლი ბრალდებულმა გახსნა, რომელიც საპასუხო სროლის დროს დაიღუპა. მან იარაღი დაცვას წაართვა, როცა დარბაზიდან მის გადაყვანას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აპირებდნენ.

ორივე გარდაცვლილი სასამართლოს თანამშრომელია. არიან დაჭრილებიც, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია.

მომხდარის გამო, ქალაქში სამთავრობო შენობები დროებით დაიხურა.

იტვირთბა....