კომპანია „ცენტრ-პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს კომპანიის მიმართ 20 მილიონი ლარის ვალი აქვს.
„ჩვენ გვაქვს მშენებლობების დასამთავრებელი ფული, მაგრამ ამ თანხას არ გვაძლევს ხელისუფლება, რომელსაც ცენტრ-პოინტის ვალი 20 მილიონი აქვს“. – განაცხადა რჩეულიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “ცენტრ-პოინტ აჭარას” ორი ყოფილი თანამშრომელი ამ დროისთვის დაკავებულია, ასევე ბრალი აქვს წაყენებული მაია რჩეულიშვილს. გუკა რჩეულიშვილის დაკავების ოქმი სასამართლომ გასცა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მან საქართველო დატოვა.