ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

12 ივლისიდან ბარნოვზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 12 ივლისიდან ბარნოვის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება:

“12 ივლისიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი მარშრუტით იმოძრავებს: კაკაბაძის ქუჩიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით მოძრავი N3, N67 და N131 სამარშრუტო ტაქსები მაყაშვილის ქუჩიდან გოგებაშვილის, შანიძის, ხორავასა და პეტრიაშვილის ქუჩების გავლით განაგრძობენ გზას ბარნოვის ქუჩაზე“,- წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....