ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დედა-შვილების მკვლელობა: ახალქალაქში მომხდარი საზარელი შემთხვევის ახალი დეტალი

 

ახალქალაქში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ „მეტრონომმა“ ახალი დეტალები მოიპოვა:

„მეტრონომის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა (ან თავდამსხმელებმა) სახლში გაზი გაუშვა.

შსს-მ გამოძიება 109-ე, ანუ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი , 5, 16 და 18 წლის მოზარდები, დახოცილები იპოვეს. დედასა და უფროს გოგონებს სავარაუდოდ თავის არეში აქვთ ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული. უმცროსი, 5 წლის ბიჭი კი გაგუდულია.

 

იტვირთბა....