“ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელი, მაია რჩეულიშვილი კომპანიის თანამშრომლების და დირექტორის მიმართ პროკურატურის დაინტერესებაში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს. მისი თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი, რომელმაც ცენტრ პოინტის დამფუძნებლების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა თაღლითობის ბრალდებით დაიწყო, დაინტერესებული პირი იყო:
„ჩვენ და არჩილ კბილაშვილს გვქონდა საერთო ბიზნეს ინტერესები და შენობა, რომელიც მერიოტის უკან ერად ავაშენეთ, ამ დროს მომხდარი გაუგებრობის გამო მან პროკურორის თანამდებობის დაკავების შემდეგ, გადაწყვიტა შურისძიება. კბილაშვილი, როგროც ყოფილი ბიზნეს პარტნიორი, ვერაფრით იქნებოდა ნეიტრალური პირი,“ – განუცხადა „რუსთავი 2“-ს მაია რჩეულიშვილმა.
„ცენტრ პოინტის“ საქმეზე საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა რჩეულიშვილების ბრალდებებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით უპასუხა. „კურიერის“ მცდელობის საპასუხოდ, არჩილ კბილაშვილმა საჯარო კომენტარისგან თავი შეიკავა და მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებით შემოიფარგლა. მისი პოზიციით, ის არ მიიჩნევს მიზანშეწონილად არსებულ ბრალდებებზე კომენტარი ან განცხადება გააკეთოს.
შეგახსენებთ, რომ დააკავეს „ცენტრ პოინტ აჭარის“ დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი. რაც შეეხება გუკა რჩეულიშვილს, რომლის დაკავების შესახებ დადგენილება მოსამართლემ მიიღო, პოლიციას ჯერ კიდევ არ დაუპატიმრებია.