ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ფონდი “ქართუ” Black Sea Arena-ზე მსოფლიო ვარკვლავების კონცერტებს უმასპიძლებს”

“ფონდი “ქართუ” ხალხსა და ჩვენს შესანიშნავ სტუმრებს კიდევ ერთ საჩუქარს უკეთებს, ეს არის მსოფლიო ვარკვლავების კონცერტების სერია ამ სეზონზე“ – ამის შესახებ პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილიმა Black Sea Arena-ს სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონიალზე განაცხადა.

“მარტო მშენებლობაზე 600-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, დარბაზი უკვე მზად არის უმასპინძლოს ჩვენს მოქალაქეებს და სტუმრებს, დარწმუნებული ვარ ინტერესი იქნება ძალიან მაღალი, საკონცერტო დარბაზის ტექნიკური შესაძლებლობები სრულად პასუხობს მსოფლიო სტანდარტებს, არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, გათვლილია 10 ათასამდე მაყრებელზე, დაპროექტებულია სრული უსაფროების დაცვით, გათვალისწინებულია სტუმრების სრული კომფორტი, და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია გათვლილია შშმპ პირებზე, არის მათთვის გათვლილი ადგილები, რისი პრეცენდენტი პრაქტიკულად აქამდე არ გვქონია, დარბაზის სივრცე ისეთია შეუძლია უმასპინძლოს ნებისმიერი მუსიკალური მიმართულების კონცერტს, თეატრალურ წარმოდგენებს და სპორტულ ღონისძიებებს, შესაბამისად დარბაზი მზადაა უმასპინძლოს ნებისმიერ შოუ პროგრამასა თუ მსოფლიო ვარსკვლავს, ამ შესანიშნავ დარბაზთან ერთად ფონდი “ქართუ” ჩვენს შესანიშნავ სტუმრებს და ხალხს კიდევ ერთ საჩუქარს უკეთებს, ეს არის მსოფლიო ვარკვლავების კონცერტების სერია ამ სეზონზე”,- განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, დღეს ფონდმა „ქართუმ“ შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს გადასცა.

იტვირთბა....