საფრანგეთის ქალაქ ბერჟერაკის მერიის ექს-მრჩეველი, საქართველო-საფრანგეთის ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით საინტერესო პოსტს აქვეყნებს.
“არგონავტების ისტორიას მედეაც ახსოვს და საშინელი შურისძიებაც სიყვარულისთვის…
მაგრამ ის მედეა იყო. იასონის ცოლი და აიეტის ქალიშვილი…
მაგდა პაპიძე, ერთი უბრალო დიღმელი გოგოა და მისი ბურუსით მოცული ისტორია ყველა ოჯახის მნიშვნელოვანი განხილვის თემად იქცა…
ის ვიღაცისითვის მკვლელია, ვიღაცისთვის მსხვერპლი და ვიღაცისთვისაც – არარაობა…
ბევრს ვფიქრობ, ვინ და რა არის ჩემთვის? რატომ უნდა მინდოდეს მისი გამართლება, ან უმკაცრესი დასჯა? იქნებ გიჟია? იქნებ სატანაშეპყრობილი ალქაჯი? იქნებ ანგელოზია მტევნიდან სიყვარულის ბადაქად ჩამოწურული?
უამრავი კითხვა მიტრიალებს თავში და….
და ბოლოს მაინც ერთ კითხვაზე ვჩერდები: ნეტავ თავად მაგდამ, თუ იცის, ვინ არის?
არადა რა ადვილია გისოსებში მყოფი ადამიანის განსჯა…
“შეხედეთ, პირში საღეჭი რეზინაც კი უდევს! ეს ნორმალურია?!”
“ჰმ… რუმიანაც, რომ წაუსვია ამ გახრწნილს”…
“ფარისეველი! ბიბლია უჭირავს ხელში!”
და თუ საღეჭი რეზინის ნაცვლად ვალიდოლის ან კორვალოლის აბები ედო?
და თუ მის ღაწვებს, რუმიანის ნაცლად უსამართლობის განცდა და შვილის სიკვდილის ტკივილი აწითლებდა?
არავინ არაფერი ვიცით, გარდა თავად, მაგდა პაპიძისა და იმ ბიბლიისა, რომელიც ხელში უკავია…
ვუყურებ, ვუსმენ საშინელ ვერდიქტს და ოვაციას…
ვინ იცის, რამდენს დაავიწყდა გუშინ, გუშინწინ, როგორ აკუწა საკუთარი ნებით და სურვილით მუცლადმყოფი ნაყოფი, რომელმაც მზის სინათლეც კი ვერ იხილა?
მაგრამ დამნაშავე მხოლოდ ერთია – მაგდა პაპიძე, რომელმაც ყველა დედის ცოდვა, უნდა ითავოს.
მათ შორის ალბათ შენიც, ახლა ჩემს სტატუს, რომ კითხულობ”.
შეგახსენებთ, მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა. მას მსჯავრი ქმრისა და შვილის მკვლელობაში დაედო.