„ეს არის პოლიტიკური დევნა დ სხვა არაფერი. ეს საქმე თავიდანვე დაინტერესებულმა მხარემ წარმართა ცენტრ პოინტის წინააღმდეგ,“ – ამის შესახებ „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელმა მაია რჩეულიშვილმა განაცხადა. ის „ცენტრ პოინტის“ თანამშრომლების დაკავებას გამოიხემაურა.
მაია რჩეულიშვილის თქმით, უკვე დაკავებულია კომოპანიის ორი თანამშრომელი – გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი და ცენტრ პოინტ აჭარის დირექტორი ირაკლი მინდელი. აღნიშნულს მთავარი პროკურატურაც ადასტურებს. ასევე დაკავების ორდერია გაცემული მისი შვილის – გუკა რჩეულიშვილის მიმართ. კომპანიის დამფუძნებელი განვითარებულ მოვლენებს მათ წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივით ანგარიშსწორებას უკავშირებს.
როგორც რჩეულიშვილი ამბობს, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, რომელმაც ცენტრ პოინტის დამფუძნებლების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა თაღლითობის ბრალდებით დაიწყო, დაინტერესებული პირი იყო.
„ჩვენ და არჩილ კბილაშვილს გვქონდა საერთო ბიზნეს ინტერესები და შენობა, რომელიც მერიოტის უკან ერად ავაშენეთ, ამ დროს მომხდარი გაუგებრობის გამო მან პროკურორის თანამდებობის დაკავების შემდეგ, გადაწყვიტა შურისძიება. კბილაშვილი, როგროც ყოფილი ბიზნეს პარტნიორი, ვერაფრით იქნებოდა ნეიტრალური პირი,“ – განუცხადა „რუსთავი 2-ს “ მაია რჩეულიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ცენტრ პოინტის დამფუძნებლების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მაშინ საქართველოს მთავარი პროკურორიო აცხადებდა, რომ ცენტრ პოინტის დამფუძნებლებმა ჩაიდინეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება. ასევე თაღლითობა, ე.ი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.