აჭარაში უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესები გამოიწვია. მეწყერი ჩამოწვა ქობულეთის რაიონის სოფელ აჭყვისთავში, რის შემდეგაც მიწის მასამ ერთი მანქანა მოიყოლა. ავტომობილში არავინ იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ამ დროისთვის ორი ოჯახი გახიზნულია საცხოვრებელი ადგილიდან. ისინი თავს მეზობლებთან აფარებენ. მიწის მასის ჩამოშლის შედეგად ჩაიკეტა შიდა სასოფლო გზა.
ადგილზე იმყოფებოდნენ გეოლოგები, რომლებიც ტერიტორიას სწავლობენ. მოსახლეობა შიშობს, რომ მეწყერი კვლავ განვითარდება და ისინი ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ.
ადგილზე იმყოფებოდა ქობულეთის რაიონის გამგებელი.