რამდენიმე წუთის წინ მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში მდინარე აბაშისწყალში დაღუპული მაშველის, ელგუჯა ჯამრიშვილის, ცხედარი იპოვეს.
მყვინთავი, რომელიც მარტვილში, მდინარე აბაშისწყალში დაკარგული მოზარდის ძებნისას დაიხრჩო, საქართველოს წყალქვეშ ყვინთვის ნაციონალური ფედერაციის უფროსი ელგუჯა ჯამრიშვილია.
გარდაცვლილი მყვინთავის ცხედარს, ისე როგორც დაკარგულ მოზარდს, მდინარე აბაშისწყალში ამ დრომდე ეძებენდნენ.
შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით კი, 17 წლის ბიჭის და მყვინთავის სამძებრო სამუშაოებში 40 მაშველი და მყვინთავი მონაწილეობდა. მაშველები ადგილზე თბილისიდან და ბათუმიდან ჩავიდნენ.