სექტემბერში საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ეწვევა. ამის შესახებ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
სხდომა გუშინ გვიან საღამოს დასრულდა, რის შემდეგაც საზოგადოებისთვის ალიანსის საჯარო გზავნილები გაცხადდა, რომელიც 10 პუნქტისგან შედგება.
რაც შეეხება ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტს, ამ ეტაპისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ვიზიტი სექტემბრისთვის დაიგეგმა.