ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ჯონ კერი: “საქართველოდან აშშ-ში სტუდენტების რაოდენობა გაორმაგდება”

 

საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის შესახებ ახალი მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც “ფულბრაიტის” აკადემიური გაცვლითი პროგრამის გაფართოებას ისახავს მიზნად. პრესკონფერენციაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, ქართველი სტუდენტებისთვის ამერიკაში სასწავლო სტიპენდიების მოცულობა გაიზრდება.

“გასულ წელს 80 ქართველი ახალგაზრდა ჩამოვიდა ამერიკაში გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად. პრემიერი მასკის კურსდამთავრებულია და კარგად მოეხსენება, ამ კონტაქტების მნიშვნელობა.

მოვაწერეთ მემორანდუმს ხელი, რომელიც ქართველი სტუდენტების რაოდენობას გააორმაგებს, რომლებიც მიიღებენ სტიპენდიას ამერიკაში სასწავლებლად“. – განაცხადა კერიმ.

იტვირთბა....