გავრცელებულ ინფორმაციას მე-12 კლასის გაუქმების შესახებ, განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალისტებთან საუბარში არ ადასტურებს. მინისტრის თქმით, მე-12 კლასი არ გაუქმდება, თუმცა რეფორმების საკითხზე მსჯელობენ, რომლის შემდეგაც რეპეტიტორების დახმარება ნაკლებად საჭირო გახდება:
„ჩვენ თუ მეთორმეტე კლასის ხარისხს გავზრდით, ამდენი რეპეტიტორი აღარ იქნება საჭირო” – განმარტავს ალექსანდრე ჯეჯელავა.