ახალი ამბები მთავარი

ალექსი პეტრიაშვილი: “ჩემზე განხორციელებული თავდასხმა პოლიტიკური ანგარიშსწორება არ იყო”

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა  განაცხადა, რომ რამდენიმე თვის წინ მასზე განხორციელებული თავდასხმა პოლიტიკური ანგარიშსწორება არ იყო.

საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლო მიმდინარეობს. გუშინდელ პროცესზე თავად დაზარალებული დაკითხეს. სხდომიდან გამოსვლის შემდეგ პეტრიაშვილმა  მედიასთან კომენტარები გააკეთა და თავდასხმის დროს პოლიტკური მოტივი გამორიცხა.

“მე მოვახსენე მოსამართლეს, რომ ორი პიროვნებისგან განხორციელდა თავდასხმა. არც ერთ ამ პირთან მანამდე არანაირი კონფლიქტი, დაპირისპირება არ მქონია და არც მინახავს. ეს არ იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება”.- განაცხადაალექსი პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, „თავისუფაი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერს ალექსი პეტრიაშვილს 2016 წლის 26 თებერვალს თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

იტვირთბა....