aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯონ კერი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

”ნაციონალური მოძრაობისა” და ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერებთან შეხვედრა სასტუმრო ”რედისონში”, დღეს დილით გაიმართა. “ნაცმოძრაობის” ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ის იმ საკითხებზე ისაუბრებდა, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

”საუბარი გვექნება მომავალ არჩევნებზე, მედიის თავისუფლებაზე, ძალადობაზე და ყველა იმ თემაზე, რომელიც დღეს პრობლემურია საქართველოში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. ძალიან მკაფიო სიგნალები მოვისმინეთ ამ თვალსაზრისით და იმედია, რომ დღეს დეტალებში ვისაუბრებთ სახელმწიფო მდივანთან ამ თემაზე. ასევე იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მკაფიოდ მიიღებს და გაიაზრებს ყველა იმ მესიჯს, რომელიც მოდის ჩვენი მთავარი პარტნიორებისგან”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, საქართველოში ვიზიტის შემდეგ, რომელიც დღეს სრულდება, უკრაინაში გაემგზავრება.

იტვირთბა....