ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვარშავის სამიტით არსებითი პაკეტი გაფართოვდება და საქართველო იქნება მეტად დაცული”

ვფიქრობთ, ვარშავის სამიტის შედეგად არსებითი პაკეტი კიდევ უფრო გაფართოვდება და საქართველო იქნება კიდევ უფრო მეტად დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კვირიკაშვილი გამოეხმაურა ნატო-ს სამიტს, რომელიც ვარშავაში ხვალ იხსნება და აღნიშნა, რომ სამიტზე საქართველო ელოდება, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.

“ვარშავის სამიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენთვის და ვფიქრობთ, რომ ამ სამიტის შედეგად საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მას გააჩნია ნატო-სთან, კიდევ უფრო გაფართოვდება, რის შედეგადაც საქართველოში უსაფრთხოება კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება აყვანილი და საქართველო იქნება კიდევ უფრო მეტად დაცული“, – განაცხადა პრემიერმა.

იტვირთბა....