ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა კომენტარი გააკეთა ჯონ კერიმ ხაჭაპურისა და ღვინის დაგემოვნების შემდეგ

 “ხაჭაპურისა და თქვენი შესანიშნავი ღვინის დაგემოვნების შემდეგ, არ მესმის, რატომ არ დავბრუნდი აქ უფრო მალე“- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართვლოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

კერი იმედოვნებს, რომ სახელმწიგო მდივნის თანამდებობაზე ვადის ამოწურვამდე კიდევ მიეცემა შანსი აქ დაბრუნების.

“ხაჭაპურისა და თქვენი შესანიშნავი ღვინის დაგემოვნების შემდეგ, არ მესმის, რატომ არ დავბრუნდი აქ უფრო მალე. თქვენი სტუმრათმოყვარეობა პირადად ვიგრძენი. ეს არის შესანიშნავი ვიზიტი ლამაზ ქალაქში, ლეგენდარული სტუმართმოყვარეობით. გულწრფელად გეუბნებით, რომ არ მქონდეს დაგეგმილი შეხვედრები ვარშავის სამიტამდე და მის შემდეგ, აქ უფრო დიდ ხანს დავრჩებოდი. ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ვადის ამოწურვამდე კიდევ მექნება შანსი აქ დაბრუნების“- აღნიშნა ჯონ კერიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვდა ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა გაიმართა. აღნიშნული ქარტია მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს სხვადასხვა სფეროში.  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიაც შედგა.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება სახელმწიფო მდივნის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.

იტვირთბა....